გიორგი ღვინიაშვილმა გურჯაანში „ევროპული საქართველოს“ კახეთის გუნდი წარადგინა

“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ღვინიაშვილმა გურჯაანში, კახეთის რეგიონის პარტიული სიის წევრები და ოპოზიციის ნაწილის მიერ შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

„წარმოგიდნენთ კახეთში ჩვენს გუნდს, რომელიც დაკომპლქტებულია ჩვენი დიდი ხნის თანამებრძოლებისგან და ასევე ენერგიული ახალგაზრებისგან, რომელთაც სჯერათ, რომ 2 ოქტომბერს გვაქვს შანსი შევცვალოთ ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ 2 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები. 2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ საით მიდის ჩვენი ქვეყანა, ვირჩევთ ავტორიტარულ რეჟიმს თუ დემოკრატიას, გვინდა თავისუფლება თუ ტოტალური კონტროლი. მინდა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს წარმატებები ვუსურვო ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომრები კახეთში არიან:

გურჯაანი - ვასილ უტიაშვილი;

ლაგოდეხი - გიორგი ენუქიძე;

თელავი - ლელა მენთეშაშვილი;

დედოფლისწყარო - ნოშრევან ნატროშვილი;

სიღნაღი - ნინო ღლიღვაშვილი;

საგარეჯო - ამირან სონიშვილი;

ყვარელი - ანა ინასარიძე;

ახმეტა - დავით ბუჭყურაშვილი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს