ირაკლი ხელაძემ კლუბი „რაშების“ მოედანი დაათვალიერა, სადაც 2022 წელს სარაგბო ბაზა მოეწყობა

მმართველი გუნდის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ რაგბის კლუბი „რაშების“ მოედანი დაათვალიერა, სადაც მომავალ წელს სარაგბო ბაზა მოეწყობა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე ესაუბრა.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატმა კლუბის პრეზიდენტს ერეკლე კამლაძეს ხუთწლიანი საქმიანობისა და რაგბის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „რაშებში“ ამ ეტაპზე 300-მდე ბავშვი ვარჯიშობს.

„გამგებლობის პერიოდში აქტიურად ვეხმარებოდი ამ ადამიანებს, იმისათვის, რომ ბავშვებისთვის შესაძლებლობა მიეცათ, ნორმალურ პირობებში ევარჯიშათ. დღევანდელმა დღემ განსხვავებული მოცემულობა შექმნა. ჩვენი რაიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტის დაანონსება მოხდა. აქ გაკეთდება ძალიან კარგი სპორტული კომპლექსი და მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვი, ვინც აქ ვარჯიშობს, სამომავლოდ ჩვენს ქვეყანას წარმატებებს მოუტანს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

უწყების ცნობით, რაგბის კლუბის სამწვრთნელო გუნდთან, აღსაზრდელებთან და მათ მშობლებთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილი და დავით კაჭარავა ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა