გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, რუსლან კაზაკბაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების თემატიკა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები. განხილული იქნა პრიორიტეტულ სფეროებში ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების პერსპექტივები. ასევე აღინიშნა სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაზრდის მნიშვნელობა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა