ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი - როგორც გავიგე, „ფაიზერს“ ნოემბერში გასდის ვადა, ტრაგედია იქნება ასეთი ძვირად ღირებული და ძნელად მოპოვებული ვაქცინის ვადის გასვლა

ვაქცინაზე მომართვიანობა და მოთხოვნა დაბალია - „ფაიზერს“ ვაქცინის სტატუსი მინიჭებული აქვს, ასეთი ძვირად ღირებული და ძნელად მოპოვებული ვაქცინის ვადის გასვლა ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“,- ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, ვაქცინაციის კამპანია უნდა გაძლიერდეს, ვინაიდან ძალიან ბევრს არ აქვს ინფორმაცია მის სარგებელზე.

„ფაიზერი“ მსოფლიოში ყველაზე უფრო მაღალი დონის ვაქცინად არის აღიარებული, FDA-ის ავტორიზაცია მიიღო. მას მინიჭებული აქვს ვაქცინის სტატუსი, ვაქცინების რიგში ჩადგა, როგორიც არის წითელა, წითურა, გრიპი და სხვა. ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე მომართვიანობა და მოთხოვნა ვაქცინაციაზე დაბალია. როგორც გავიგე, ნოემბრის თვეში გასდის ვადა და სამწუხარო იქნება ასეთი ძვირად ღირებული და ძნელად მოპოვებული ვაქცინის ვადის გასვლა. ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

ალბათ, კამპანია უნდა გაძლიერდეს, ყველა რგოლი უნდა ჩაერთოს. ალბათ, კარდაკარ უნდა ვიაროთ, ვისაც შესაძლებლობა გვაქვს, რომ მოსახლეობამდე მივიტანოთ. როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ძალიან ბევრს არ აქვს ინფორმაცია ამ ვაქცინებზე, რა სარგებელი აქვს, რა გვერდითი მოვლენა, როდის არ შეიძლება ვაქცინა. ძალიან შეშინებული და დამფრთხალია საზოგადოება. ჩემი აზრით, ვისაც უნდოდა, უკვე აიცრა. ახლა ის ხალხია, რომელიც ვაქცინაციის ჩატარების სისწორეში უნდა დავარწმუნოთ“,-აღნიშნავს ჩხაიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს