სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა ქ.თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტი „შპს ვარძია“ (ს.კ 201953831) შეამოწმა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით.

გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა (64-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). „შპს ვარძია“ საქმიანობის გაგრძელებას კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ შეძლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო