გიგა ბოკერია - ვისაც ლიბერალობა და პატრიოტობა სალანძღავ სიტყვად არ მიგაჩნიათ მხარი დაუჭირეთ „ევროპულ საქართველოს“

ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილ მძიმე ვითარებას უნდა დავუპირისპირდეთ ამ არჩევნებზე მოსვლით, ყველა მოქალაქის დარწმუნებით, რომ მისი ხმა წყვეტს ყველაფერს და დიახ, ამიტომ მიხარია, რომ თქვენნაირი გუნდი გვყავს აქ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ კახეთის გუნდის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა თვითმმართველობის არჩევნებია და ნორმალურ ან ნორმალურთან მიახლოებულ პირობებშიც კი ის გუნდი, რაც „ევროპულ საქართველოს“ კახეთში ჰყავს, საუკეთესო გუნდი იქნებოდა იმისთვის, რომ მოქალაქეებს ემსახუროს თვითმმართველობის დონეზე.

„მე მჯერა, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ყველაზე კარგად წარმოადგენთ ხალხის ინტერესებს ყველა რაიონის თუ ქალაქის, კახეთის თვითმმართველობაში, მაგრამ ჩვენ ასევე კარგად ვიცით, უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ვესაუბროთ მედიით, სოციალური ქსელით, პირად შეხვედრებში, ვუთხრათ მოქალაქეებს, რომ ეს არჩევნები არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, არ არის უბრალოდ არჩევნები, მე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მგონია და ამიტომაც ვიმეორებ ამას ჯიუტად და იმედი მაქვს, რომ თქვენც მეთანხმებით და მიიტანთ ამ სათქმელს ყველა მოქალაქემდე. არის ხოლმე ქვეყნების ისტორიაში მომენტები, რომლებიც განსაზღვრავს დიდი ხანი როგორი იქნება ქვეყნის ცხოვრება ამ ყველაფრის შემდეგ, არის მომენტები, როცა საზოგადოება და ხალხი ან აიღებს თავის ხელში პასუხისმგებლობას და გარდატეხს სახიფათო მიმართულებას, რომელიც ჩვენ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ან უმოქმედობის ფასს გადავიხდით არამარტო ჩვენ, არამედ თაობები მომავალში დაკარგავენ შანსს, რომ ნორმალურ, თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრონ, სადაც სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება იქნება დაცული. სადაც ყველას აქვს შანსი, რომ ნორმალურად, წარმატებულად იცხოვროს და იფიქროს მისი ოჯახის წინსვლაზე, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობაა დაცული, სადაც აღარ გვაქვს ყოველდღე საფიქრალი საკუთარი მთავრობა უთხრის თუ არა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ძირს და რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ უფრო მკაფიოდ, წლების განმავლობაში გროვდებოდა, კრიმინალებთან ალიანსი, პუტინისტურ ჯგუფებთან შეკვრა, ყველა ოპონენტის თუ ის პუტინის არ არის, მტრად გამოცხადება და ძალადობა, ხალხის ფულით გამდიდრება და ხალხიდან ამოღებული გადასახადებით უბრალოდ შექმნა სისტემის მარტო იმისთვის, რომ ძალაუფლებაში იყო.

პირდაპირ თქმა, რომ ამბიცია არ უნდა გვქონდეს, როგორც ქვეყანას, რაც ივანიშვილმა გააკეთა ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, როცა ყველას უთხრა, რომ ჩვენ ამ ჭაობში უნდა ვიყოთ და წინ არ უნდა წავიდეთ, რომ საქართველო ჩაწყობის და კორუფციის ქვეყანაა. ამას უნდა დავუპირისპირდეთ ამ არჩევნებზე მოსვლით, ყველა მოქალაქის დარწმუნებით, რომ მისი ხმა წყვეტს ყველაფერს და დიახ, ამიტომ მიხარია, რომ თქვენნაირი გუნდი გვყავს, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ რეჟიმის დამარცხებას, მაგრამ იმასაც თუ რა მოხდება ამ რეჟიმის დამარცხების შემდეგ“, - განაცხადა ბოკერიამ.

მანვე განაცხადა, რომ ამომრჩევლის დახმარებით დღევანდელი ვითარება უნდა გადატეხონ.

„ისევ ილიას სიტყვები უნდა გამოვიყენო, იმიტომ რომ ისეა თითქოს ახლანდელ ამბებზე წერდაო ჩვენი თანამედროვე საზოგადოების დამფუძნებელი - „ვისაც ლიბერალობა და პატრიოტობა სალანძღავ სიტყვად არ მიგაჩნიათ მხარი დაუჭირეთ „ევროპულ საქართველოსა“ და ჩვენ გუნდს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს