გიორგი ვაშაძე - ევროკავშირი 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით მიყვება საქართველოსთან ურთიერთობას

შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერებისთვისაც და ზოგადად, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის შეთანხმება ძალაშია - ევროკავშირი შეთანხმების მიხედვით მიყვება საქართველოსთან ურთიერთობას, - ამის შესახებ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ბევრი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის, ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო.

„მე ერთი რამ მინდა გითხრათ: შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერებისთვისაც და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც შეთანხმება ძალაშია. რაც არ უნდა განაცხადოს "ქართულმა ოცნებამ", რომ შეთანხმება დატოვა, ეს შეთანხმება ძალაშია და ამ შეთანხმების მიხედვით მიყვება საქართველოსთან ურთიერთობას ევროკავშირი", - აღნიშნა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს