აბსურდია, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც მერიებს, პარლამენტს ათასობით პოლიციელით იცავს ამბობს, რომ ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ევროკავშირის ოფისის წინ - შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა მიღებული პოლიტიკური დავალება, რომ უზრუნველყო უსაფრთხოება, - ამის შესახებ "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა მიღებული პოლიტიკური დავალება, რომ უზრუნველყო უსაფრთხოება. ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ მას საელჩომ, ევროკავშირის ოფისთან შექმნილი ვითარების გამო, შეხვედრაზე ჩართვა ონლაინ შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.
“მე მითხრა ევროკავშირის ელჩმა, რომ ვერ იღებდნენ პასუხისმგებლობას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მაინც გამოვედით გარეთ, ჟურნალისტებთანაც გვქონდა კომუნიკაცია. იმ მომენტისთვის მე ვეღარ დავინახე გავეშებული აქტივისტები. იმ გარემოში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება უსაფრთხოდ ვერავინ ვერ იგრძნობს თავს, მაგრამ არასდროს უკან არ დამიხევია ცხოვრებაში, როგორც კი დავასრულე შეხვედრა გამოვედი გარეთ. ნიკა მელიას სთხოვა ევროკავშირის ელჩმა, რომ დაძაბულობისთვის თავი აერიდებინა და ნამდვილად ელოდებოდა სიტუაციის დაწყნარებას. დაპირისპირება აწყობს "ქართულ ოცნებას", ამას უნდა დავუპირისპიროთ არჩევნებზე მისვლა და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. ის, რაც მოხდა ამით, რომ კმაყოფილი არ იყო ევროკავშირის საელჩო ფაქტია, იმასაც გეტყვით, რომ მე შემომთავაზეს შეხვედრაში ონლაინ ჩართვა, რაზეც მე უარი განვაცხადე და მივედი ევროკავშირის ოფისში.
აბსურდია, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც მერიებს, პარლამენტს ათასობით პოლიციელით იცავს ამბობს, რომ ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ევროკავშირის ოფისის წინ, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი. აბსურდია ეს, ეს არის თანამონაწილეობა იმაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა მიღებული პოლიტიკური დავალება, რომ უზრუნველყო უსაფრთხოება, თორემ არაფერი განსაკუთრებული ქმედება იქ საჭირო არ იყო", - განაცხადა ვაშაძემ.
„კარლ ჰარცელმა გვთხოვა, არ დაგვეტოვებინა ოფისი - კავშირზე იყო შსს-ს შესაბამის უწყებასთან იმისათვის, რომ ყოფილიყო უზრუნველყოფილი შენობის უსაფრთხო დატოვება , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, შსს-მ კარლ ჰარცელს, თხოვნის მიუხედავად, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის შენობის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია ვერ მისცა, რაც ინსტიტუციის ჩამოშლაზე მიუთითებს.