„არემჯი“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრს გახსნის

„არემჯის“ ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე ინოვაციური სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „არემჯი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლიდან, „არემჯის“ ტექნოლოგიების ცენტრი შექმნის კომპიუტერული მხარდაჭერის პროგრამების შემსწავლელ სრულიად ახალ პლატფორმას: სამთო და გეოინჟინერიის, გეოლოგიის, საინჟინრო გეოდეზიის, საინჟინრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სამთო-გეოლოგიურ ტექნოლოგიების ცენტრში სტუდენტებს დახვდებათ ახალი, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი მულტიფუნქციური სივრცე.

„აქ ეტაპობრივად დაინერგება ისეთი თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები, როგორიც არის AutoCAD, Surpac, ArcGis, Riscan Pro, Datamine, Leapfrog, Agisoft, 3D Reshaper, Leica Geo Office, Global Mapper და სხვა. ცენტრი ბაკალავრის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს მისცემს საშუალებას მაღალ ტექნოლოგიურ ბაზაზე იმუშაონ საკურსო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებზე, ასევე მძლავრი პროგრამული მხარდაჭერის ბაზით ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, ვორკშოფებში, სემინარებსა და ვებინარებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მისულ სტუდენტებს სასიამოვნო სიახლე დახვდებათ. ეს არის ახლად მოწყობილი, თანამედროვე სხვადასხვა საჭირო ტექნიკით აღჭურვილი სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი. აღნიშნულ სივრცეში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ თანამედროვე სამთო და გეოლოგიური პროგრამები. მსგავსი პროგრამების მცოდნე სპეციალისტებზე, დიდი მოთხოვნაა როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად, მაღალია მათი ანაზღაურებაც. ჩვენ ვაძლევთ სტუდენტებს საშუალებას, შეისწავლონ პერსპექტიული პროფესიები და დასაქმდნენ ჩვენს კომპანიებში წამყვან პოზიციებზე, ამავე დროს. აღნიშნული ცოდნა და გამოცდილება მათ კონკურენტუნარიანს გახდის საერთაშორისო შრომით ბაზარზე“,- აცხადებს „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში, გიორგი ჩხეიძე.

აღსანიშნავია, რომ სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიური ცენტრი, „არემჯისა“ და ტექნიკურ უნივერსიტეტის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ის საქართველში სამთო-გეოლოგიის მიმართულების განვითარებას ისახავს მიზნად. კომპანიის ცნობით, მხარეები ასევე აქტიურად მუშაობენ ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და არსებულის მოდიფიცირებაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო