გია ვოლსკი "თალიბანის" მთავრობის ვიცე-პრემიერის ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ - ინფორმაცია გადამოწმებასა და სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, "თალიბანის" მთავრობის ვიცე-პრემიერის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრის თაობაზე არსებული ინფორმაცია გადამოწმებასა და სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს.

ამასთან, ვოლსკის თქმით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები მზადაა პრევენცია მოახდინოს და საფრთხეები თავიდან აიცილოს.

„საგარეო საფრთხეები, ტერორიზმის საფრთხეები, ორგანიზებული დანაშაულის გავრცელების საფრთხეები სწორედ ის ფაქტორები იყო, რის გამოც, ჩვენი ჯარისკაცები საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ - მათ შორის ავღანეთში. ეს საფრთხეები არ გამქრალა. კონკრეტულ შეხვედრასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან "სამხრეთ ოსეთის" ნებისმიერი სტრუქტურა რუსეთის ფედერაციის ინსტრუქტაჟის ქვეშ მოქმედებს. თავად რუსეთის ფედერაციას "თალიბებთან" მიმართებაში საერთაშორისო პოზიციებიდან განსხვავებული დამოკიდებულება არა აქვს - ყოველ შემთხვევაში, დეკლარირებულად", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახურების წინააღმდეგ ლაშქრობა ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.

ცნობისთვის, „თალიბანის" მთავრობის ვიცე-პრემიერი აბდულ ღანი ბარადარი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "ხელისუფლების წარმომადგენელს" ალექსეი მაქსიმოვს შეხვდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ "თალიბანის" პოლიტიკური ოფისის ოფიციალური წარმომადგენელი მუჰამედ ნაიმი „ტვიტერზე“ წერს და შეხვედრის ამსახველ ფოტოს ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე "ორივე ქვეყანასთან" დაკავშირებული საკითხები, რეგიონული უსაფრთხოება და ავღანეთში არსებული სიტუაცია განიხილეს. რაც შეეხება ალექსეი მაქსიმოვს, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ცხინვალში მოსკოვიდან მიიწვიეს და რუსეთში "სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლად" დანიშნეს. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „დეპუტატმა“ დავით სანაკოევმა აგვისტოში განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების“ მხრიდან „თალიბანის“ აღიარებას არ გამორიცხავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო