გია ვოლსკი - ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ევროკავშირი გვაკავებდა, გარეთ რომ არ გავსულიყავით, მაგრამ ყველამ გადაიღო, რომ იქ არაფერი ხდებოდა - ამის გაბუქება იმიტომ ხდება, რომ მელიას ხეპრული საქციელი გადაიფაროს

ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ევროკავშირი გვაკავებდა, რომ არ გავსულიყავით გარეთო, მაგრამ ყველამ გადაიღო, რომ იქ არაფერი ხდებოდა - ამის გაბუქება იმიტომ ხდება, რომ ნიკა მელიას ხეპრული საქციელი გადაიფაროს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იქ საპასუხო ქმედებები არავის უნახავს. ვოლსკის თქმით, ხულიგნურ ქმედებებს ხულიგნური ქმდებები რომ არ უნდა დაუპირისპირო, ეს ფაქტია, მაგრამ "ის არ არის ფაქტი, რომ შსს-მ ვერ დაადასტურა უსაფრთხოება".

"სამწუხაროდ, შეგრძნება მაქვს, რომ ეს არ არის ბოლო პროვოკაცია. მგონია, რომ პროვოცირებაც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროვოცირება მათი სტრატეგიის ნაწილია, არანაირი გამართლება არ აქვს საპასუხო ფიზიკურ დაპირისპირებას, რადგან სახელმწიფოსთვის ეს სერიოზული ზიანის მომტანია. პოლიტიკურ ველზე ასეთი დაძაბულობა და დაპირისპირება ხდება, დაპირისპირებული პოლიტიკოსები განვითარებულ დემოკრატიებში არაერთხელ გვინახავს, სადაც ერთმანეთს ხელითაც ეხებიან, მაგრამ როცა ამას გეგმაზომიერი ხასიათი აქვს და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, ამ მომენტში უნდა ვიფიქროთ არა კობახიძის მიმართ დაპირისპირების თუ მუქარის გარემოებებზე, არამედ იმაზე, რომ ეს არის მუქარა სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა " "თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, რომ ევროკავშირის ოფისში შეხვედრისას, მას შემდეგ რაც მელიასა და კობახიძეს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და ადგილზე ქართული ოცნების" აქტივისტები მივიდნენ, კარლ ჰარცელი პირდაპირ ხაზზე იმყოფებოდა შსს- თან, რათა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უსაფრთხოდ დაეტოვებინათ ევროკავშირის წარმომადგენლობა, თუმცა, ჰარცელმა უსაფრთხოების გარანტიები ვერ მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო