გია ვოლსკი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რომ არსებობს და კრიტიკულია, მისასალმებელია - ვანო მერაბიშვილის უწყების კრიტიკა შეიძლება დამთავრებულიყო წამებით, უარეს შემთხვევაში, სიკვდილით

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რომ არსებობს და კრიტიკულია, ეს მისასალმებელია, ასეთის ხსენება არ იყო და ვანო მერაბიშვილის უწყების კრიტიკა შეიძლება დამთავრებულიყო წამებით, ან უარეს შემთხვევაში, სიკვდილით,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროების გამო შსს- ის დაჯარიმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუკი შსს-ს რაიმე გადაცდომა ჰქონდა, ეს უნდა აღიაროს და ჯარიმაც გადაიხადოს, თუმცა, ყურადღება სხვა ასპექტზეც უნდა გამახვილდეს.

„არის მეორე ასპექტიც - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების თემა ინტენსიურად გამოიყენებოდა ვითარების დაძაბვის, არასწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით და ექსპლუატაცია ამ უბედურებისა ხდებოდა პოლიტიკური მიზნით, რის გამოც, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ძალოვანი სტრუქტურა იძულებული გახდა, რეალური სურათი მიეწოდებინა საზოგადოებისთვის. ამ ასპექტსაც, ვფიქრობ, ნებისმიერმა ობიექტურმა დამკვირვებელმა ხაზი უნდა გაუსვას",- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად აფასებს და განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და დაჯარიმდა 2 000 ლარით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა