კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამა სპორტსმენებს გააცნო

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ცნობილ ქართველ სპორტსმენებს შეხვდა და მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თბილისელებს მხარდაჭერისთვის და პირობა დადო, რომ ამ თანადგომას კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებით და მეტი ზრუნვით უპასუხებს.

„სპორტსმენებს წარვუდგინე ჩვენი საარჩევნო პროგრამა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კონკრეტული პროექტების სახით. ეს თემატური შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაშიც, რათა რაც შეიძლება მეტმა თბილისელმა ნახოს ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ნახოს ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. გარდა ამისა, პარალელურად ჩვენ გვაქვს შეხვედრები რაიონებში ამომრჩეველთან. მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა სივრცეს, სადაც შესაძლებელია კომუნიკაცია ადამიანებთან, შესაძლებელია ამ პროექტების წარდგენა. ეს შეხვედრები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

წინასაარჩევნო შეხვედრა კახა კალაძის მხარდამჭერთა დარბაზში გაიმართა და მას სპორტის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო