კახა კალაძე - გიორგი გახარია ან „კოკაინი“ არასდროს მიხსენებია, „კოკაინზე“ საუბარი გახარიამ თავად წამოიწყო

გიორგი გახარია ან „კოკაინი“ არასდროს მიხსენებია, ეს კამპანია, „კოკაინზე“ საუბარი გიორგი გახარიამ თავად წამოიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას ქმედებებმა ბევრი კითხვა გააჩინა.

„ჯერ საუბრობდა იმაზე, რომ მზად იყო ჩაებარებინა ეს ტესტი, რა პრობლემა იყო საერთოდ, გაუგებარია. შემდეგ ავსტრიაში გაიქცა, იქ რა უნდოდა, ისიც გაუგებარია. მისმა ქმედებებმა, სამწუხაროდ, ბევრი კითხვა გააჩინა“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში, ვენაში ჩაიტარა. როგორც პარტიაში განაცხადეს, ჰოსპიტლის დასკვნით, გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა. შეგახსენებთ, რომ გახარიამ სამხარაულის ექსპერიზის ბიუროში ნარკოტესტის ჩაბარებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ როგორც ის ამბობს, მის წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმებოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო