ჯანდაცვის მინისტრი - 200 ათასამდე ვაქცინას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, რომლის ათვისების გარანტია გვაქვს - „ფაიზერის“ ვაქცინებს ვადა 3 თვით გაუხანგრძლივდათ, მათი ვარგისიანობა 6-დან 9 თვემდე გაიზარდა

არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტი ჩვენ რეალურად გვაქვს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, FDA-მ „ფაიზერის“ ვაქცინებს ვაქცინაციის ვადა 3 თვით გაუხანგრძლივა.

„არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტი ჩვენ რეალურად გვაქვს. ამასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA აღნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქციებს კიდევ დამატებით გაუხანგრძლივდათ ვაქცინაციის ვადა 3 თვით, მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. აქედან გამომდინარე, ეს რისკი არც არსებობდა. დღეის მდგომარეობით სრულად არის მოხსნილი“, - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა