ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა შესაძლოა, მომავალი კვირიდან დაიწყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა შესაძლოა, მომავალი კვირიდან დაიწყოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ ეტაპზე აიცრებიან სამედიცინო პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორსულები.

„ჩვენ ვიყიდეთ 200 ათასი დოზა, აქედან 43 ათასი წინა კვირის დასასრულს შემოვიდა და ახლა მზადების პროცესში ვართ. პირველად სამი დიდი რისკ ჯგუფი აიცრება - სამედიცინო პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორსულები. ალბათ, ოქტომბერში შემოვა დანარჩენი 150 ათასი დოზა ორ პარტიად და დანარჩენი რისკ ჯგუფებიც აიცრება. კერძო სექტორს გარკვეული რაოდენობა ყოველწლიურად შემოაქვს რამდენიმე ათეული ათასი დოზა. ზოგადად, სასიამოვნოა, რომ ქვეყანაში გრიპის აცრის კულტურა სულ უფრო და უფრო იზრდება. მოთხოვნილება იზრდება და ეს კარგია. ვფიქრობ, მომავალი კვირიდან დავიწყებთ გრიპის აცრებსაც“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, შეიძლება ადამიანმა გრიპისა და კოვიდვაქცინა ერთ დღეს გაიკეთოს.

„თუ „ფაიზერი“ გაქვთ გაკეთებული, შეგიძლიათ, 1-2 კვირის შემდეგ გრიპის ვაქცინა გაიკეთოთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს