ამირან გამყრელიძე რთველის პროცესს უკავშირებს იმას, რომ კახეთში ინფიცირების მაჩვენებელი არ შემცირებულა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე რთველის პროცესს უკავშირებს იმას, რომ კახეთში ინფიცირების მაჩვენებელი არ შემცირებულა.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ კახეთში, ველისციხეში მობილური ამცრელი ჯგუფები აცრებს ჩაატარებენ, შემდეგ კი იგივე გაკეთდება ყარაჯალაში.

„კახეთში დიდი მობილობაა რთველის გამო და ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი ეს იყო. კახეთში ყოველთვის შედარებით სიმშვიდე გვქონდა. ხვალ ველისციხეში უნდა გავეცნოთ, როგორ მიდის ვაქცინაცია, გავალთ ადგილზე, გვყავს ჩამოყვანილი მობილური ამცრელი ჯგუფი. ადგილზეც ავცრით, რომ აცრების მეტი პრომოცია გავაკეთოთ. იგივეს ვაკეთებთ ყარაჯალაში ეთნიკურ უმცირესობებში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა