საქართველოში უმსხვილესმა ამერიკულმა ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix-მა დაიწყო ოპერირება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, საქართველოში უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix შემოვიდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, Concentrix-ი მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს აწვდის ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელ. ვაჭრობის, საბანკო და სხვა სექტორებში. იგი საკუთარი მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია და მსოფლიოს მასშტაბით 250,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

„აწარმოე საქართველოს“ ცნობით, Concentrix-ისა და სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში მრავალ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია საქართველოდან მსოფლიოს წამყვან ბრენდებს დისტანციურად მიაწვდის სერვისებს.

„გლობალური კომპანიების მოზიდვა სააგენტოს ინვესტიციების მიმართულების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენთვის ისეთი მსოფლიო ბრენდის მიერ საქართველოზე არჩევანის გაკეთება, როგორიც Concentrix-ია. ჩვენ გავაგრძელებთ კომპანიის მხარდაჭერას და ხელს შევუწყობთ მათ გაფართოვებას ქვეყანაში“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორიმა, მიხეილ ხიდურელმა.

Concentrix-ის ოფიციალურ განცხადებაში, აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი სერიოზული მიღწევაა კომპანიისათვის.

„საქართველოს Concentrix-ის ოჯახში გაწევრიანება კომპანიის გაფართოვების სტრატეგიის მნიშნველოვანი ნაწილია, რომელიც კომპანიას საკუთარი გლობალური დაფარვის ზონის გაზრდაში დაეხმარება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანიამ უკვე დაიწყო თანამშრომლების პირველი ნაკადის აყვანა და ეს პროცესი სამომავლოდაც ეტაპობრივად გაგრძელდება.

„ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი ქართველი კოლეგების მიღებას Concentrix-ის ოჯახში და მზად ვართ ვიყოთ გამორჩეული დამსაქმებელი, რომელიც ზრუნავს მის თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე“,- განაცხადა საქართველოსა და ბულგარეთის ლოკაციების დირექტორმა, პაველ პაულამ.

აწარმოეს საქართველოს“ ინფორმაციით, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სსიპ-აწარმოე საქართველოში „Invest in Georgia”-ს 2020-2022 წლის სტრატეგიული მიზნების ნაწილია და სააგენტო აქტიურად მუშაობს ხსენებული მიმართულებით, როგორც კომპანიებთან პირდაპირი კომუნიკაციის, ასევე მარკეტინგის და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვან წყაროებში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ინტეგრირების კუთხით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა