ირაკლი კობახიძე - ქალი, რომელმაც გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალი, რომელმაც, მისი თქმით, გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია.

კითხვაზე, მისი ინფორმაციის მიხედვით, როდის დაიწყო გახარიამ „კოკაინის“ მოხმარება, კობახიძე პასუხობს: „მას შემდეგ, რაც წავიდა პარტიიდან და ხელიდან“.

„საკრებულოს სიაშია, თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ კახა კალაძე გიორგი გახარიაზე საუბარს ერიდება, კობახიძე ამბობს, რომ კალაძეს პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი, რომ მხოლოდ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბროს.

კახა კალაძეს აცადეთ თავისი საარჩევნო კამპანიის წარმოება. მას აქვს თავისი საარჩევნო პროგრამა და პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი, რომ თბილისელებს ესაუბროს მის საარჩევნო პროგრამაზე. აქედან გამომდინარე, სწორს აკეთებს ის, რომ ერიდება ყველა სხვა თემაზე საუბარს. მან უნდა ისაუბროს თბილისელებთან, თბილისისთვის წარდგენილ საარჩევნო პროგრამაზე“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „გიორგი გახარიას თქმით, მმართველ გუნდს „კოკაინთან“ დაკავშირებით საუბრის გამბედაობა არ ეყოფოდა, ეს რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა არ იყოს“.

„ჩვენ ამის გამბედაობა არ გვეყოფოდა, ეს კაცი „კოკაინს“ რომ არ მოიხმარდეს“,- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა