მიხეილ ხიდურელი - ამ ნაბიჯით შევძელით სერვისების მიწოდების დარგში ჩვენი ქვეყნის დამკვიდრება

„აწარმოე საქართველოში" დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა გლობალური კომპანიების მოზიდვაა.

„გლობალური კომპანიების მოზიდვა სააგენტოს ინვესტიციების მიმართულების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენთვის ისეთი მსოფლიო ბრენდის მიერ საქართველოზე არჩევანის გაკეთება, როგორიც Concentrix-ია. ჩვენ გავაგრძელებთ კომპანიის მხარდაჭერას და ხელს შევუწყობთ მათ გაფართოვებას ქვეყანაში", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

„სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, საქართველოში უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix შემოვიდა.

Concentrix-ი მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს აწვდის; ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელ. ვაჭრობის, საბანკო და სხვა სექტორებში. იგი საკუთარი მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია და მსოფლიოს მასშტაბით 250,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

Concentrix-ისა და სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში მრავალ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია საქართველოდან მსოფლიოს წამყვან ბრენდებს დისტანციურად მიაწვდის სერვისებს“, - ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს