თინა ბოკუჩავა - ირაკლი კობახიძეს ურჩევნია, მეტი დრო დახარჯოს იმაზე ფიქრში, თუ როგორ გადაინაცვლებს ოპოზიციაში

სააკაშვილმა დღევანდელ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის აპირებს საკუთარი პირობის შესრულებას. მის განცხადებას თუ გაიხსენებთ, ის ჩამოსვლას აპირებს არჩევნებამდე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებას, რომ შეასრულებს იმას, რაც თქვა, მაგრამ „თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი", თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა ამით მოსახლეობას, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და მისი თქმით, სწორედ ეს იგულისხმა სააკაშვილმა „ხელის განძრევაში."

„მათ შორის დღევანდელ განცხადებაში, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის აპირებს საკუთარი პირობის შესრულებას. მან არაერთხელ განაცხადა, რომ ეს პირობა დადო, ვალდებულება აქვს აღებული. მის განცხადებას თუ გაიხსენებთ, ის ჩამოსვლას აპირებს არჩევნებამდე. მან ძალიან სწორად ახსნა რა არჩევანის წინაშე დგას საქართველოს მოქალაქე. დღეს არის არჩევანი რუსულ ოცნებასა და დასავლურ ოპოზიციას შორის. აქაც ძალიან მკაფიო იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, როდესაც მან თქვა, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა მივიდეს არჩევნებზე, მე ასე გავიგე მისი გზავნილი", - განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2 ოქტომბერს ნიკა მელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან აპირებს მისვლას, როდესაც არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" უნდა მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის.

ირაკლი კობახიძეს ურჩევნია, რომ მეტი დრო დახარჯოს იმაზე ფიქრში, თუ როგორ გადაინაცვლებს ოპოზიციაში "ქართული ოცნება" 2 ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ. მესმის მისი აგონიური შფოთვები და ფიქრები და პრინციპში, ეს აგონიური შფოთვა ძალიან ნათლად გამოსჭვიოდა მის გამომეტყველებაში გუშინ, რაც საზოგადოებამ იხილა, თუმცა, ახლა "ქართული ოცნების" მთავარი საშიანაო დავალებაა, მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით