მიხეილ სააკაშვილი - თუ ხალხი დაუშვებს იმას, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი გაუშვან ციხეში, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ - ხომ არ ბნელა მართლა, რისთვის მემუქრება საკანი?

თუ ქართველი ხალხი დაუშვებს იმას, რომ ივანიშვილმა, ამ „ბეზპრედელშიკმა“ გაიტანა ის, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი გაუშვა ციხეში, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ. ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მე, არაფრის მეშინია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია რისთვის ემუქრება საკანი საქართველოში.

„ხომ არ ბნელა მართლა! რისთვის მემუქრება საკანი? იმისთვის, რომ არაფერი ჩამიდენია? იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე? იმისთვის, რომ ერთი კაპიკი არ წამიღია საქართველოდან? იმისთვის, რომ თორმეტჯერ გავზარდე ბიუჯეტი? იმისთვის, რომ სიღარიბე სამჯერ შევამცირე? იმისთვის, რომ ოთხჯერ გავზარდე საქართველოს ეკონომიკა? იმისთვის, რომ საქართველო ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყნად ვაქციე? რისთვის მემუქრება საკანი, ამ კითხვას რატომ არ სვამთ?“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს.

„თუ ქართველი ხალხი დაუშვებს იმას, რომ ივანიშვილმა, ამ ტლუმ, „ბეზპრედელშიკმა“ გაიტანა ის, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი გაუშვა ციხეში, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ. ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მე, არაფრის მეშინია. მე ვკარგავ ჩემ ქვეყანას. ჩვენ ვკარგავთ ჩვენ ქვეყანას და მე მივდივარ ბოლომდე. თუ ქართველი ხალხი მზად არის, მისცეს მას საშუალება, რომ სააკაშვილი გაუშვას ციხეში, კი ბატონო, ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარი კითხვა აქ არის - ერთი კაპიკი არ წამიღია საქართველოდან. ნამდვილად, ყველა ის ბრალდება, რომელიც მე წამიყენეს, თავიდან ბოლომდე ყალბია და ეს ყველამ იცის, მათ შორის, ეს ყველაფერი იციან მათ.

კი ბატონო, არ შერცხვება ყველა იმას, მათ შვილთაშვილებს, ადამიანზე, რომელზეც ჩემს თავზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ ამერიკის კონგრესში უწოდებენ ჩვენი რეგიონის ჯორჯ ვაშინგტონს, რომ ჩვენ ვიყავით თაობა, რომელმაც ეს ჯორჯ ვაშინგტონი, იმის მაგივრად, რომ მისთვის სადღაც ძეგლი დაედგათ - ჩემს თავზე ძეგლს არ ვითხოვ, მაგრამ მე ვამბობ ფიგურალურად, აიღეს და ჩვეულებრივად ჩაკეტეს დილეგში? კი ბატონო, რა პრობლემაა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „ქართველი ხალხი ხმას ამოიღებს“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია