ირაკლი ღარიბაშვილი - ახლახანს, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ცენტრი შევქმენით ავღანეთიდან ევაკუირებული ათასობით ადამიანისთვის და ხელი შევუწყვეთ 60-ზე მეტი ავიარეისის შესრულებას

ახლახანს, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ცენტრი შევქმენით ავღანეთიდან ევაკუირებული ათასობით ადამიანისთვის და ხელი შევუწყვეთ 60-ზე მეტი ავიარეისის შესრულებას, თან მრავალი გლობალური არასამთავრობო ორგანიზაციისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის თანამშრომელი მივიღეთ დროებით საქართველოდან მუშაობის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ქმედებები ცხადყოფს, " ჩვენი პარტნიორებიდან მომდინარე თანამშრომლობის თხოვნას როგორ ვპასუხობთ და რა შედეგი მოაქვს ერთად მუშაობას".

„მიმდინარე წლის ზაფხულში, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად საქართველომ საფუძველი შეუქმნა აზერბაიჯანის მიერ 15 დაკავებული სომეხი პირის გათავისუფლებას. ამავდროულად, სომხეთმა დანაღმული ტერიტორიების რუკები გააზიარა. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საერთო მიზნებისკენ მიმავალი საერთო საქმისთვის ყველაფრის გაკეთება რაც ჩვენს შესაძლებლობებშია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს