დავით ზალკალიანი - პრემიერმა ისაუბრა რუსეთის უკანონო ქმედებებზე, თუ როგორ არ ასრულებს რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები

ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა გამოწვევებთან დაკავშირებით. კერძოდ, იმ პრობლემიდან გამომდინარე, რაც არის განპირობებული ოკუპაციით და მიმდინარე მცოცავი ანექსიით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, პრემიერმა ისაუბრა რუსეთის უკანონო ქმედებებზე, იმაზე, თუ როგორ არ ასრულებს რუსეთი საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

„აქცენტები გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით, იმასთან მიმართებაში, რომ ადამიანებს არ ეძლევათ ელემენტარული ფუნდამენტური უფლებების განხორციელება, მათ შორის, როგორიც არის გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღება.

ამავე დროს, პრემიერმა ისაუბრა ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის გაერთიანების კუთხით და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია დეოკუპაციის სტრატეგია, რომელზეც საქართველოს მთავრობა მუშაობს და რაც არის განპირობებული 2 ძირითადი მიმართულებით - რა თქმა უნდა, ეს არის დეოკუპაცია და ამავე დროს, ჩვენი ძმების და დების ჩართულობის პროცესი ქვეყნის აღმშენებლობის კუთხით და აქ, რა თქმა უნდა, გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს