ირაკლი ქარსელაძე - ბათუმის შემოვლითი გზა ქალაქს  განტვირთავს ტრანზიტული მოძრაობისგან, რაც ბათუმს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს

„ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ბათუმის შემოვლით გზაზე. რეალურად, თოთხმეტი ხიდიდან ძირითადი კონსტრუქციული ნაწილები უკვე დასრულებულია 12 ხიდზე და 5 გვირაბიდან 3 გვირაბი უკვე გაჭრილია,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი გზის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს უკვე გაჭრილი გვირაბების მოსახვითი და საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოები, 2 გვირაბზე კი დაწყებულია ექსკავაციის სამუშაოები.

„რა თქმა უნდა, კვლავ არსებობს გეოლოგიური გამოწვევები, თუმცა სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მალე გვექნება ბათუმის ახალი შემოვლითი გზა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ბათუმის განტვირთვისთვის, ქალაქს აარიდებს ტრანზიტულ მოძრაობას, რაც ბათუმს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს შემდგომი განვითარებისთვის,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ბათუმის შემოვლითი 13 კილომეტრიანი გზის მშენებლობის ფარგლებში შენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

„ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის 7 დასახლებას: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტს, მათ შორის საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს, აღარ მოუწევს ქალაქის საცხოვრებელ და ტურისტულ ზონაში გავლა და ახალი შემოვლითი გზით დაუკავშირდება გონიოს, კვარიათის, სარფის მიმართულებას.

ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს მის ეკოლოგიური მდგომარეობას და ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტს, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დაახლოებით 330 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა