ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატს, ბესო ბენდელიანს გამთენიისას ავტომანქანა დაუცხრილეს

პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ცაგერის მერობის კანდიდატს ბესო ბენდელიანს დღეს გამთენიისას ავტომანქანა დაუცხრილეს.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მეზვრიშვილი პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ლიდერებს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს აკისრებს.

„პარტია „საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიას პრაქტიკულად ვერ ატარებს. დღეს გამთენიისას, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მანქანა დაუცხრილეს ცაგერის მერობის კანდიდატს ბესო ბენდელიანს. პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება „ოცნების“ ხელმძღვანელობას, კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებენ და ახალისებენ სიძულვილის ენას. ამაზე ასევე ბუნებრივია პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს, გომელაურს, გენერალურ პროკურორს, შოთაძეს, რომლებიც არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ განცხადება ოფიციალურად შევიტანეთ.

ისინი დღემდე არ ახდენენ რეაგირებას აკაკი ბართაიას მიმართ იარაღის ჩადებაზე და პატიმრობის დროს განხორციელებულ მუქარაზე. უფრო მეტიც, ეს ადამიანები ბედავენ და ბართაიას დაცვის უფლებას უზღუდავენ. სამწუხაროდ, „ოცნების“ ასეთმა უმოქმედობამ მიგვიყვანა რამდენიმე დღის წინ დმანისამდე და ახლა უკვე ცაგერში მანქანის ჩაცხრილვამდე. არავინ იცის არჩევნების დღეს ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პარტიაში გამორიცხავენ, რომ ბესო ბენდელიანის მანქანის ჩაცხრილვა მის პირად საქმიანობას უკავშირდებოდეს და აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მის პოლიტიკურ საქმიანობასთანაა კავშირში.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიცია გამოძახებულია და დიდი იმედი მაქვს შს მინისტრი და გენერალური პროკურორი ამ მძიმე ფაქტზე მაინც მოახდენენ რეაგირებას მანამ, ვიდრე უარესი მოხდება და ადამიანების სიცოცხლე დადგება რისკის ქვეშ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატს, ბესო ბენდელიანს გამთენიისას ავტომანქანა დაუცხრილეს

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა