ირაკლი ხელაძე სანზონის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე სანზონის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა. ირაკლი ხელაძემ ნაძალადევის რაიონის გამგებლობის პერიოდში განხორციელებული პროექტების შესახებაც ისაუბრა.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სანზონაში გავმართეთ მოსახლეობასთან შეხვედრები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა მისამართზე მივიდეთ, სადაც ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და ვიმსჯელოთ გამოსწორების გზებზე. რაც ყველაზე თვალში საცემია, მოქალაქეების მხრიდან არის კეთილგანწყობა, არის პოზიტიური განწყობა და მე დარწმუნებული ვარ, არჩევნებში პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

სამთავრობო გუნდის კანდიდატი ნაძალადევის რაიონის ყველა უბანში მართავს საარჩევნო შეხვედრებს.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი ხელაძე სანზონის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს