ლევან ვასაძე - ამ თვეში გაირკვევა რამდენი ქიმია იქნება საჭირო და ვუახლოვდები თუ არა შემდეგ ეტაპს, რომელიც ძვლის ტვინის გადანერგვას გულისხმობს

„ერის“ ლიდერი ლევან ვასაძე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ვასაძე აღნიშნავს, მან ქიმიოთერაპიის 2-თვიანი კურსი დაასრულა.

„რადგან საჯარო ჭრილში ვარ, თავი ვალდებულად მიმაჩნია მოგახსენოთ ჩემი მკურნალობის მიმდინარე სტატუსი. დასრულდა პირველი ეტაპი 2-თვიანი ქიმიოთერაპიის, 8 კურსი ქიმიის და სხვა პრეპარატების, უკვე მეცხრე კურსიც კი მოვასწარი გამევლო, ეს მხოლოდ ამ გზის დასაწყისია. ექიმები კმაყოფილები არიან პირველი შედეგებით, როგორც ზედაპირული, ასევე სიღრმისეული ანალიზების. ამ თვეში გაირკვევა უკვე ამ მონაცემების შუალედური დინამიკა და იმედი მაქვს, მეცოდინება რამდენი ქიმია იქნება საჭირო და ვუახლოვდები თუ არა შემდეგ ეტაპს, რომელიც გულისხმობს ძვლის ტვინის გადანერგვას, მერე კიდევ რა იქნება, არ ვიცით.

ყველას დიდი მადლობა ლოცვისთვის და მხარდაჭერისთის. ვიბრძვი მხნედ ვარ, მადლობა ღმერთს ამ საოცარი განსაცდელისთვის საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, გაოცებული ვარ ამ მოგზაურობით, რომელსაც გავდივარ. ვნახოთ, რა იქნება“, - აცხადებს ვასაძე.

იხილეთ ვიდეო:ლევან ვასაძე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო