"ლელო" სატრანსპორტო საკითხებზე ექსპერტებს შეხვდა

"ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს "ლელოს" ხედვა ქალაქის განვითარების, სატრანსპორტო პოლიტიკის პრობლემების და პერსპექტივების შესახებ. მოისმინეს დარგის სპეციალისტების შეფასებები და შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

"დღეს დედაქალაქის პრობლემები ტრანსპორტის მხრივ გულისხმობს: საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასაკმარისი რაოდენობა, საცობები, პარკინგის საკითხები, ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას.

ორი დღის წინ ნათლად დავინახეთ თუ რა პრობლემები აქვს სატრანსპორტო მიმართულებით ქალაქს. ოდნავ უხვი ნალექის შემთხვევაში დავინახეთ, რომ სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე ვიდექით. ისიც დავინახეთ, რომ ზედაპირული რეაბილიტაცია არ არის საკმარისი. "ლელოს" აქვს კონკრეტული ხედვა როგორ მოგვარდეს აღნიშნული საკითხები ქალაქის და ადამიანების სასარგებლოდ. აღნიშნული ხედვა გაწერილია "ლელოს" თბილისის მარშალის 9 პუნქტიან გეგმაში", - განაცხად ანა ბიბილაშვილმა.

ქალაქში სატრანსპორტო პრობლემების მოგვარება ერთ-ერთ უმთავრეს და მნიშვნელოვან პუნქტად მიაჩნია "ლელოს" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ბადრი ჯაფარიძეს. მისი თქმით, თბილისი უნდა განვითარდეს და ინვესტიციები შემოვიდეს.

"არჩევნებამდე სულ ცოტა დრო გვრჩება და უნდა გავიაროთ მისი მნიშვნელობა. ქალაქში უამრავი პრობლემაა რომელიც გვაწუხებს, ის უნდა მოვაგვაროთ ჩვენ. თბილისი უნდა განვითარდეს, ინვესტიციები შემოვიდეს და აღარ ვიყოთ ისეთი პრობლემების წინაშე როგორც რამდენიმე დღის წინ იყო. ერთდღიან წვიმას ვერ უძლებს ქალაქი, აღარაფერს ვამბობ სხვა ქალაქებზე. "ლელოს" აქვს ხედვა, რომელიც მოიცავს ყველა დარგსა და მიმართულებას. როგორც კი "ქართული ოცნება" ჩამოშორდება ხელისუფლებას მეორე დღიდანვე დავიწყებთ ამ ხედვის განხორციელებას", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა