ზურაბ აბაშიძე - ვიზრუნებ, რომ ის ინიციატივები, რომლებსაც განვახორციელებთ, თითოეული ოჯახისთვის სიკეთის მომტანი იყოს

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გოგებაშვილის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან წინასაარჩევნო პროგრამა და რაიონის ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა. თავის მხრივ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაჟორიტარობის კანდიდატს თავისი საჭიროებები და ინიციატივებიც გაუზიარეს.

ზურაბ აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის აუცილებლობაზე. მისი თქმით, ის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის, ეტაპობრივად მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩას ესტუმრება და თავის სამაჟორიტარო ოფისში ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.

„მინდა, ადგილობრივ მცხოვრებლებს ვუთხრა, მე ყოველთვის ვიდგები თქვენთან ერთად და ვიზრუნებ იმაზე, რომ ის სასარგებლო ინიციატივები და პროექტები, როლებსაც მომავალში განვახორციელებთ, თითოეული ოჯახისთვის სიკეთის მომტანი იყოს. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობასთან თანამშრომლობით, ეტაპობრივად რაიონში არსებულ ყველა გამოწვევას დავძლევთ და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მთაწმინდა გახდება კიდევ უფრო სიცოცხლით სავსე უბანი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეხვედრაზე საუბარი ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობასაც შეეხო. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენაც მოუწოდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გაიზარდოს დღიურად აცრილთა რიცხვი, რათა საზოგადოება დროულად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს