მამუკა ხაზარაძე - ქვეყნის და ჩემი ხალხისთვის გადავდგი ნაბიჯი და მოვედი პოლიტიკაში, ახლა ყველამ ერთად უნდა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების შეცვლისკენ

"ქვეყნისა და ჩემი ხალხისთვის გადავდგი ნაბიჯი და მოვედი პოლიტიკაში, ახლა ყველამ ერთად უნდა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების შეცვლისკენ”,- ამის შესახებ "ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, "ლელოს" აქვს ხედვა, როგორ განვითარდეს ქვეყანა და ქალაქი.

"თუ გვინდა, რომ მომავალშიც ისე არ ვიცხოვროთ როგორც ახლა ვცხოვრობთ, თუ გვინდა რომ ჩვენი ოჯახები და მომავალი თაობა გვყავდეს ძლიერი, მაშინ აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე. პირადად ჩემს მაგალითზე რომ მოგიყვეთ, კარგად ვიყავი, ბიზნეს ვაკეთებდი და შემეძლო პოლიტიკიდან შორს ყოფნა. მაგრამ როდესაც გარშემო ყველა ცუდადაა, ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას მხოლოდ მე ვყოფილიყავი კარგად და ამიტომ ვარ პოლიტიკაში. "ლელოს" აქვს ხედვა, როგორ განვითარდეს ქვეყანა და ქალაქი, როგორ იცხოვრონ ადამიანებმა პრობლემების გარეშე და როგორ შევუქმნათ მათ ბედნიერი მომავალი,"- აცხადებს ხაზარაძე.

"ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატის ანა ბიბილაშვილის თქმით, რეფერენდუმის შემდეგ შეიცვლება ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა.

"ეს არის არჩევნები, როდესაც თითოეული ჩვენგანი ავირჩევთ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, როგორი მომავალი უნდა შევუქმნათ ჩვენს შვილებს. ამიტომ აქვს "ლელოს" ყველაზე ძლიერი ხედვა, ყველაზე ძლიერ გუნდთან ერთად , რადგან ვიცით, როგორ ვმართოთ პრობლემები, როგორ გავაძლიეროთ სახელმწიფო, შევქმნათ სამუშაო ადგილები და რაც ყველაზე მთავარია გამოვასწოროთ ქალაქის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა," - აღნიშნავს ანა ბიბილაშვილი.

ამასთან, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, რომ დღეს პოლიტიკა დაკომპლექტებულია მხოლოდ ერთი პრინციპით ვინ უფრო ერთგულია ერთი კაცის მიმართ და ამ დროს ავიწყდებათ ყველაზე ღირებული და ფასეული - ადამიანი. ჯაფარიძე თვლის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ქვეყნისა და ქალაქის საქმეები, ერთობლივად ადამიანებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

მოსახლეობას ასევე მიმართა ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა და მათ არჩევნებზე მოსვლისა და აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ნაძალადევში ბევრი რამაა შესაცვლელი და ეს ცვლილებები ადამიანის კეთილდღეობისკენ უნდა იყოს მიმართული. ოლქში არსებულ პრობლემებსა და მისი გამოსწორების გზებზე ისაუბრა გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმაც თამარ ადამიამ. მისი განცხადებით, რეფერენდუმი არის გადამწყვეტი გზა, თუ როგორ ქვეყანაში იცხოვრებს ხალხი მომავალში და ორი ოქტომბრის არჩევნებში გადამწყვეტ როლს ადამიანი შეასრულებს.

"ლელო" თბილისის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრას აგრძელებს. პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ადამია და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, გლდანი-ნაძალადევის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ადგილობრივებს "ლელოს" თბილისის გეგმა და სამომავლო ხედვები გააცნეს. მათთან ერთად განიხილეს ყველა ის პრობლემა რომელიც მათ აწუხებთ და იმსჯელეს თუ რა გზა არსებობს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს