კახა კალაძე - „სანტა ბარბარა“ მოაწყეს, ბოლო სერიაში პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ, თავს დაიწვავს

ეს არის დიდი სიბინძურე, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ, თავს დაიწვავს, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „მთავარი არხის“ ეთერში კახა კალაძის მამის, კარლო კალაძესთან დაკავშირებით გასული მასალა.

როგორ კახა კალაძე განმარტავს, „მთავარმა არხმა“ გუშინ "სანტა ბარბარა" მოაწყო.

„ეს არის დიდი სიბინძურე. "სანტა ბარბარა" მოაწყო გუშინ „მთავარმა არხმა“ მესმის, არჩევნებია, ამიტომ ყველაფერს კადრულობენ. ბოლო სერიაში, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ თავს დაიწვავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ „მთავარი არხის“ ეთერში ორდენიძეების ოჯახმა განაცხადა, რომ კახა კალაძის მამამ, კარლო კალაძემ და მისი გარემოცვის წევრებმა მათი პრობლემით ისარგებლეს და ათეულობით ათასი დოლარი მიითვისეს. ორდენიძეების ოჯახის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ძალოვანი სტრუქტურებიდან დათო ორდენიძეს დევნიდა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა