კახა იმნაძე - მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციის საკითხი ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ასე მკაფიოდ ჟღერდება

მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციის საკითხი ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ასე მკაფიოდ ჟღერდება, - ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

“დეოკუპაცია არ არის მარტივი თემა, რთული საკითხია. ის, რომ ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ასე მკაფიოდ ჟღერდება საკითხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამ გამოსვლისა, პრემიერს ორმხრივი შეხვედრები ჰქონდაა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა. ყველა შეხვედრაზე ისმება ოკუპაციის საკითხი და რა თქმა უნდა, ყველა მათგანმა იცის იმ გზავნილების შესახებ, რომელიც პრემიერის მხრიდან გაჟღერდა. ასე რომ, ჩვენ ეს ყველაფერი ერთ საერთო სურათში, ერთ კონტექსტში უნდა დავინახოთ. მუდმივად საჭიროა ასეთი წნეხი, რადგან ერთ დღეში არაფერი ხდება. ის, რომ ასეთი გამოსვლა კიდევ ახალი სიმძაფრით აყენებს ამ საკითხს და ყველა უფრო ფოკუსირებული ხდება, ეს ფაქტია, ცხადია და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით წლის მანძილზე კიდევ გაგრძელდება მუშაობა შესაბამის დონეებზე”,- განაცხადა კახა იმნაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო