მიხეილ ჩხენკელი - ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად მიიწვია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად მიიწვია.

"პროგრამა ფუნქციონირებას იწყებს 2022 წლის თებერვალში და გაიხსნება პირველი ლექციით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს",- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამაზე საუბრისას.

“ძალიან დიდი გამოხმაურება და პოზიტივია, როგორც საქართველოში, ასევე ჰარვარდში. ეს ძალიან საამაყოა ყველა ჩვენგანისთვის. რაც შეეხება პირველ ლექციას, ამ პროგრამის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ საქართველოს დღევანდელობა, საქართველის პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკური განვითარება და რასაკვირველია, ამ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არის საუკეთესო სპიკერი. ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მიიწვია ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად. ეს, რასაკვირველია, ძალიან პრესტიჟული სკოლაა და უაღრესად საინტერესო ლექცია იქნება”, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა