კახა იმნაძე - 30 წელია საქართველო გაერო-ს წევრია და ჩვენ აქამდე არ გვქონდა საჩუქრის გადაცემის საშუალება, ეს ახლა განხორციელდა

30 წელია საქართველო გაერო-ს წევრია და ჩვენ აქამდე არ გვქონდა საჩუქრის გადაცემის საშუალება, ეს ახლა განხორციელდა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ყველა იმ ღირებულებას, რომელიც საქართველოს აქვს, - ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

"პრემიერ-მინისტრს გამოსვლის გარდა ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორი ღონისძიება, ერთ-ერთი მათგანი გაერო-სთვის საქართველოს საჩუქრის გადაცემა იყო. ეს მართლაც საშვილიშვილო თემაა, იმიტომ, რომ 30 წელია საქართველო გაერო-ს წევრია და ჩვენ აქამდე არ გვქონდა საჩუქარი გადაცემული, ეს ახლა განხორციელდა და დარჩება მუდმივად. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ყველა იმ ღირებულებას, რომელიც საქართველოს აქვს და ის, თუ სად და როგორ არის ეს საჩუქარი განთავსებული, ეს დეტალებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია, იმიტომ, რომ გაერო-ს შტაბბინაში, სწორედ იმ ადგილას, სადაც საქართველოს საჩუქარია, უშიშროების საბჭოს შესასვლელ კორიდორთან განთავსებული, ეს უშიშროების საბჭოა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, სადაც საქართველოს დელეგაცია არაერთხელ გამოსულა სწორედ დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერი გამვლელი, იქნება ეს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია თუ ტურისტი, რომელსაც ზოგჯერ აქვს გაერო-ში შემოსვლის საშუალება, გვერდს რომ ჩაუვლის ამ საჩუქარს, ბუნებრივია, საქართველო მის მეხსიერებაში მაშინვე ამოტივტივდება ხოლმე. ასე რომ, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ეს ფაქტი, რომ საქართველომ მოახერხა და გაერო-ს გადასცა საჩუქარი, ეს ყველაფერი ჰარმონიულად ერწმის პრემიერის გამოსვლასაც”,- განაცხადა კახა იმნაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო