მიხეილ ჩხენკელი - ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან დავსახეთ გზები, თუ როგორ შეიძლება იყვნენ ჩართულები უნივერსიტეტის პროფესორები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივაზე და დავსახეთ გზები, თუ როგორ შეიძლება იყვნენ ჩართულები ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში როგორც აკადემიურ, ისე სამეცნიერო-კვლევით პროცესში, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტ პროფესორ ენდრიუ ჰამილტონთან.

„მე მას დეტალურად მივუყევი ჩვენი აკადემიური სივრცის, მთავარი მეგა პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეის და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია და სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტი გვაქვს.

ამერიკელებს ძალიან დიდი ინტერესი აქვთ ამ უნივერსიტეტის მიმართ და კონკრეტულად ნიუ-იორკის უნივერსიტეტს ძალიან დააინტერესა ის დეტალები, რომელიც მოვუყევი, რაში მდგომარეობს ამ უნივერსიტეტის საერთაშორისო კომპონენტი, რომ აკდემიური პროგრამები შექმნილია საერთაშორისო, წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების ბაზაზე და ასევე, ის გარემოება, რომ ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად კითხულობენ პროფესორები უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. მე მას ასევე დეტალურად მოვუყევი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემავალი ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის შესახებ. ეს უაღესად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დაფინანსებულია “ქართუ” ფონდის მიერ. ცენტრში იფუნქციონირებს ორი ციკლოტრონი. ერთი მოხმარდება ულტრათანამედროვე მეთოდებით სიმსივნის მკურნალობას, ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად იქნება განკუთვნილი სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივაზე და დავსახეთ გზები, თუ როგორ შეიძლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორები ჩართულები იყვნენ როგორც აკადემიურ, ისე სამეცნიერო-კვლევით პროცესში”,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს