ნათია თურნავა - ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ბაზრის ისეთი ფუნქციონირება, რომ ენერგომომხმარებლებს, მოსახლეობასა და მცირე ბიზნესს მიეწოდოს უწყვეტად ხარისხიანი ელექტროენერგია

ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ბაზრის ისეთი ფუნქციონირება, რომ ენერგომომხმარებლებს, ჩვენს მოსახლეობასა და მცირე ბიზნესს მიეწოდოს უწყვეტად ხარისხიანი ელექტროენერგია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობასა და სამომავლო ამოცანების განხილვას მიეძღვნა.

მინისტრის თქმით, ამოცანა არის ის, რომ დაინერგოს მექანიზმები, რაც წაახალისებს ინვესტორებს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალი წლიდან, როდესაც სრულმასშტაბიანად ამოქმედდება ენერგეტიკული ბირჟა ქვეყანაში, დავნერგოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინვესტორებს და ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენებით მეტი პროექტის განხორციელებას, როგორიცაა მცირე ჰესები, ქარისა და მზის ენერგოსადგურები, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ბაზრის ისეთ ფუნქციონირებას, რომ ენერგომომხმარებლებს, მაგალითად, ჩვენს მოსახლეობასა და მცირე ბიზნესს მიეწოდოს უწყვეტად ხარისხიანი ელექტროენერგია“, - აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ენერგეტიკული საბალანსო ბაზარი და მისი სატესტო რეჟიმის მართვა, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის წესები, ელექტროენერგიის აღრიცხვა და დისპეტჩერიზაცია, საჯარო მომსახურების ორგანიზაციის განხილვა და სხვ. აღინიშნა, რომ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება საქართველოში, მიზნად ისახავს ენერგოსექტორში თანამედროვე საბაზრო მექანიზმების დამკვიდრებას, კონკურენციის განვითარებას, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს გამჭვირვალე და კონკურენციულ ფასწარმოქმნას, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და ადგილობრივი მომხმარებლის უფლებების მეტ დაცვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა