გიგი წერეთელმა ხაშურის, ქარელის, კასპისა და გორის საარჩევნო სიის წევრები, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა გორში, ხაშურის, ქარელის, კასპისა და გორის საარჩევნო სიის წევრები, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

მისი განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ახალი პროცესები უნდა დაიწყოს.

„დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ გუნდი, რომელიც იბრძოლებს ცვლილებებისთვის, არიან იდეალისტები და იციან თუ რა შედეგი ექნება მათ ბრძოლას მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა გორში გუნდის წარდგენისას.

გიგი წერეთლის თქმით, მიუხედავად სირთულეებისა გუნდს ახალი წევრები ემატებიან.

„მინდა მოგესალმოთ ჩვენს თანაგუნდელებს, რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენს გუნდს შემოემატნენ ახალი სახეები, მიუხედავად სირთულეებისა და გამოწვევებისა ჩვენს გუნდს ემატებიან ახალი წევრები, რაც არის ძალიან სასიხარულო, “ევროპული საქართველო” არის ქვეყანა, სადაც მთავრობა არ იმართება ერთი ადამიანის მოსაზრებებით, სადაც მთავრობა არის ანგარიშვალდებული ხალხთან, სადაც არ არის სიღარიბე და ჯანდაცვის, განათლების და თავდაცვის სისტემები გამართულია, დღევანდელი საქართველოს ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და არ არის ისე, როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნაზე ისაუბრა, სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ ქვეყანაში დემოკრატია მაღალ ნიშნულზეა, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ხდება ისეთი ფაქტები რაც მოხდა დმანისში, სადაც ოპოზიციონერები დაჭრეს, “ქართული ოცნება” დაშინებით, ძალადობით და ტოტალური კონტროლით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის, ამ ყველაფრის გამოსწორებას სჭირდება ერთიანობა იმ იდეის გარშემო, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალი პროცესები უნდა დაიწყოს, კოალიციური მართველობა, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს დღევანდელი ჭაობიდან, დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ გუნდი, რომელიც ამ ცვლილებებისთვის იბრძოლებენ, არიან იდეალისტები და იციან თუ რა შედეგი ექნება მათ ბრძოლას მომავალი თაობებისთვის, მინდა წარმოგიდგინოთ გორის მერობის კანდიდატი და ადგილობრივი ლიდერი ეთერ ჯალაღანია“, - განაცხადა წერეთელმა.

პარტიის ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ გორის მერობის კანდიდატი ეთერ ჯალაღანია იქნება, გორის სიის პირველი ნომერი - ვახტანგ მარწყვიშვილი, კასპის მერობის კანდიდატი - აკაკი (კახა) გეჯაძე, კასპის სიის პირველი ნომერი - მერაბ ავდიევი, ქარელის სიის პირველი ნომერი და აგარა, ფერსას ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - რომან ლომიტაშვილი, ქარელის სიის მეორე ნომერი და ქალაქ ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი - გიგა თოდაძე, ხაშურის სიის პირველი ნომერი და ქალაქ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი კი ელზა კიკაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო