სერგო ჩიხლაძე - ამ ავადმყოფი ხელისუფლების დარჩენა არის ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის დამაზიანებელი და გამანადგურებელი

ამ ავადმყოფი ხელისუფლების დარჩენა ქვეყნის სათავეში არის ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის დამაზიანებელი და გამანადგურებელი, - ამის შესახებ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარეობს ტოტალური მოსმენა და ადამიანების შანტაჟი.

„უკანონობის ფერხულში არის ჩართული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და იმის ნაცვლად, რომ უცხო ქვეყნის აგენტებს დასდევდნენ, რუსეთის ჯაშუშებს ავლენდნენ, მიმართული იყოს მათი ქმედებები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნებისა და აღდგენისკენ, ისინი უთვალთვალებენ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებს და უფრო მეტიც, პოლიტიკოსებს კი არა, ყველას: მასწავლებლებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, საშვთა ბიუროს თანაშრომლებს და მათზე დოსიეებს ადგენენ. სრული კატასტროფა ხდება ქვეყანაში, ტოტალური თვალთვალი, ადამიანების ტოტალური შანტაჟი. ეს უკვე ჯანსაღი ფსიქიკის ფარგლებსაც კი სცილდება. ეს არის კიდევ ერთი დასტური, როგორ მდგომარეობაშია ქვეყანა და რომ 2 ოქტომბერს არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ამ ავადმყოფი ხელისუფლების დარჩენა ქვეყნის სათავეში არის ქვეყნისთვის თითოეული მოქალაქისთვის დამაზიანებელი და გამანადგურებელი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა