ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას განცხადებაზე - ეს კაცი ყველანაირ ფსკერზეა დაშვებული, როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ

როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ივანიშვილმა შენი იმედი ვერ გაამართლა, ეს არ ვიცი რა კომენტარს იმსახურებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიას განცხადებას.

კობახიძის თქმით, ყოფილი პრემიერი „მორალურ ფსკერზე“ დაეშვა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ყველანაირ ფსკერზე არის დაშვებული. როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ. მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია „ოცნებასთან“, ივანიშვილთან და ა.შ., მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. ის ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა", არა მარტო მისი, არამედ მოქალაქეების.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს