გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

გერმანიაში ფედერალური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების შედეგად მე-20 ბუნდესტაგის წევრები აირჩევიან, რომლებიც მოგვიანებით გერმანიის ახალ კანცლერს დანიშნავენ.

ანგელა მერკელი, რომელიც გერმანიის კანცლერი 16 წლის განმავლობაში იყო, მიმდინარე არჩევნებში კენჭს აღარ იყრის.

აღნიშნული თანამდებობისთვის 3 ძირითადი კანდიდატი იბრძოლებს. ესენი არიან, ,,მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელი ანალენა ბერბოკი, ,,ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ალიანსის წევრი არმინ ლაშეტი და ,,ქრისტიან-დემოკრატების“ პარტიიდან, გერმანიის ფინანსთა მინისტრი , ოლაფ შოლცი. სწორედ ოლაფ შოლცმა გაიმარჯვა რამდენიმე დღის წინ გამართულ საარჩევნო დებატებში.

წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, არჩევნებში მონაწილე შვიდი პარტიიდან ხმათა უმრავლესობით "მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტია" ლიდერობს 25 პროცენტით, მას ,,ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ მოსდევს 22%-ით და ,,ქრისტიან-სოციალისტური კავშირი“ იმავე , 22 პროცენტიანი მაჩვენებლით.

ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 8:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათისთვის დასრულდება. პარტიებს ბუნდესტაგში ადგილის მოსაპოვებლად 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

გერმანიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 60.4 მილიონ ადამიანს უდრის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია