ირაკლი კობახიძე - თავდასხმები „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხორციელდება - მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან

თავდასხმები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხორციელდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.

„გუშინ კასპში ჰქონდათ ასეთი თავდასხმა და პროვოკაცია, მანამდე ბათუმში, ხელვაჩაურში, ნიკანორ მელიამ რა გააკეთა ყველამ კარგად ვნახეთ და ა.შ. ეს თავდასხმები ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. ამ პროვოკაციებს პირველ რიგში, ხალხი გასცემს პასუხს 2 ოქტომბერს. რაც მეტი იქნება პროვოკაცია, მით უფრო მკაცრი იქნება საზოგადოების პასუხი“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა