100 000 - ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

ბათუმის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.

„ჟიურის წევრები მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არიან დაკომპლექტებული:

მარვინ ლიაო - ინვესტორი, მენტორი და მრჩეველი. Gamegroove Capital-ის პარტნიორი. ინვესტიციები განხორციელებული აქვს 420-მდე სტარტაპში, როგორიცაა: Embroker, Eaze, Aircall, Manychat, Shippo, RapidAPI, Worthix, Indio, Pipefy, Innovacer, Vela, Apostrophe და სხვა.

ჯონათან თაუერი - გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელმაც 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 50-ზე მეტ კომპანიაში შემდეგი მიმართულებებით: სამომხმარებლო (ელექტრონული კომერცია, ბაზარი), საწარმოო (პროგრამა, მომსახურება) და სასაზღვრო ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი/მონაცემები/რობოტები და ა.შ.).

ტიმ ვაგნერი - ინვესტორი და Momentum Engine (San Francisco)- ის დამფუძნებელი პარტნიორი. აქვს მარკეტინგის, პროდუქტების განვითარებისა და ბიზნეს გუნდების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება.

აშერ სიდიქუი - ინვესტორი, 20 წლიანი გამოცდილების მეწარმე და მრჩეველთა საბჭოს წევრი: Race Capital, Merus Capital, Sukna Ventures და სხვა. არის სტენფორდის უნივერსიტეტსა და Global Innovation Catalyst -ში მოწვეული ლექტორი.

გიორგი ბაჩიაშვილი - სარისკო კაპიტალის ფონდის Mission Gate-ის დამფუძნებელი, რომელიც გლობალურ ინვესტიციებს ახორციელებს. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის თანადამფუძნებელი და მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი და კრიპტო ინვესტორი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები 28 სექტემბერს გამოვლინდებიან და თითოეული მათგანი 100 000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2021 წლის 23 ივნისს მეშვიდედ გამოაცხადა.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა