ანა ბიბილაშვილი - ძალადობა და სიძულვილი აღარავის სურს, მომწიფებულია დიდი  ცვლილებების სურვილი

“ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი 2 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადამიანებს არავინ ესაუბრება იმაზე, თუ რა შეიცვლება მათ ცხოვრებაში სამი ოქტომბრიდან.

ბიბილაშვილი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ხელისუფლება მხოლოდ სიძულვილის ენაზე საუბრობს და ადამიანებამდე არ მიაქვს მთავარი სათქმელი - რა მნიშვნელობა აქვს მათ ხმას არჩევნებზე.

“ნაცვლად იმისა, რომ ყველამ ვისაუბროთ, თუ როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა უმძიმესი მდგომარეობიდან, ისე მოვიდა არჩევნები, შინაარსი ვერ დავანახეთ ადამიანებს, რომ მნიშვნელოვანია მათი ხმა. ხალხს არავინ ეუბნება რა შეიცვლება 3 ოქტომბრიდან მათ ცხოვრებაში.

ისევ სიძულვილს და ძალადობას აყურებინებენ, ცდილობენ დანერგონ შიში. ადამიანებში მომწიფებულია სასიკეთო ცვლილებების სურვილი, ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ქვეყნის დანგრევის გაგრძელება აღარ შეიძლება. ღრმად მწამს, რომ 3 ოქტომბრიდან პოზიტიური ცვლილებები დაიწყება”, - აღნიშნა ბიბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, “ლელო” ყოველდღიურად ხვდება ასობით ადამიანს და მათთან ერთად არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, თბილისის და სრულიად საქართველოს მოსახლეობა სამომავლო ცვლილებების მოლოდინშია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა