კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველივე ტურში

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველივე ტურში, - ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არსებული მოლოდინების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

კახა კალაძემ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ პატივისცემას გაკეთებული საქმეებით დაუბრუნებს.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ძალიან დიდი მადლობა თბილისელებს ამ განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის - სიყვარულისთვის, პატივისცემისთვის, რასაც ვგრძნობ ყოველდღიურად. ამ ქალაქში მცხოვრებ ყველა ადამიანს ვპირდები, ამ პატივისცემას გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებ, მასშტაბური პროექტებით, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქალაქს.

მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველივე ტურში. ამის თქმის უფლებას და საფუძველს მაძლევს თბილისელების მხარდაჭერა და თანადგომა“, - აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, საქმეებით, რომელიც მომდევნო წლებში გაკეთდება ისინიც იამაყებენ, რომელთაც სხვა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ.

„ვაგრძელებთ წინასაარჩევნო კამპანიას ჩვეულებრივად, როგორც გვქონდა დაგეგმილი. ჩემი საარჩევნო კამპანიის დღის წესრიგი მხოლოდ პოზიტივით შემოიფარგლება, შემოიფარგლება მხოლოდ თბილისზე საუბრით, იმ გასაკეთებელ საქმეებზე , რაც გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილი. გულწრფელად გეუბნებით, ისეთ რაღაცებს გავაკეთებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი იამაყებს, მათ შორის ისინიც იამაყებენ, ვისაც სხვა პოლიტიკური შეხედულებები აქვს. გულში მათაც უხარიათ ამდენი კარგი საქმე რომ კეთდება, რადგან ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ თავიანთი შვილებით, შვილიშვილებით და ცხადია მათაც უხარიათ, რადგან ისინიც იყენებენ ამ ბენეფიტს“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო