კახა კალაძე - როდესაც ისეთი პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას, როგორიც „ნაცმოძრაობაა“, პროვოკაციებს არ გამოვრიცხავ - არ ავყვეთ

როდესაც ისეთი პოლიტიკური პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, პროვოკაციებს არ გამოვრიცხავ, შეიძლება იყოს - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

კალაძემ ყველას მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციებს.

„თუმცა მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ყველამ მაქსიმალურად შეიკავოს თავი. არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ პროვოკაციებს და არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ, წყნარად, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სიძულვილის ენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, კახა კალაძის შეფასებით, ამაში სიახლე არაფერია, რადგან „ხელწერა ამ არჩევნებზეც კარგად ჩანს“.

„თავიანთი მედიასაშუალებებით არის სიძულვილის ენა, არის სიბინძურე, ბოროტება, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა იფიქროს, ყველაფერს კადრულობენ, სამწუხაროდ. ამას გარკვეული დრო და წლები დასჭირდება და მთავარი არის, რომ საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ყველას და ყველაფერს შესაბამის პასუხს გასცემს და შესაბამის სახელს დაარქმევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტს კითხვაზე, რომლის თანახმადაც „შაბათის ეთერმა ქურდულ ავტორიტეტებთან ურთიერთობაში გამხილათ და მათ იყენებთ წინასაარჩევნო კამპანიაში, რაში გჭირდებათ მათი მობილიზება?“ , კახა კალაძემ უპასუხა: "სასაცილოები ხართ რაა".

"ტარაკნები ხართ, მელიები ხართ, კურდღლები ხართ, ყველაფერი ხართ, აბსოლუტურად. ხომ მიიღეთ პასუხი, შეირგეთ“, - მიმართა ჟურნალისტს კალაძემ.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა