ნიკა მელია - კალაძემ, კობახიძემ და სხვებმა ჩემზე უკეთ იციან, რომ შანსი არ აქვთ, განწირულები არიან - უნდა აღიარონ, რომ ოპოზიცია წელს იმარჯვებს

სპორტული ინტერესი მაქვს გავიგო, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ ის სპიკერი, რომელიც ჩაატარებს ბრიფინგს და საზოგადოებას ამცნობს, რომ ჩაინიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, მმართველი გუნდის ლიდერებმა მასზე კარგად იციან, რომ „შანსი არ აქვთ“, განწირულები არიან მარცხისთვის და საჯაროდაც უნდა აღიარონ, რომ წელს ოპოზიცია იმარჯვებს.

,,დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა კალაძემ, კობახიძემ და სხვებმა ჩემზე უკეთ იციან, რომ დამარცხდებიან 2 ოქტომბერს და რომელიმე მათგანი იძულებული იქნება ჩაატაროს „ქართულ ოცნებაში“ და თქვას, რომ ჩვენ ახლოსაც ვერ მივედით შეთანხმების მიერ განსაზღვრულ პროცენტთან და ამიტომ ჩაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ ბრიფინგს ვინ ჩაატარებს არ ვიცი, მაგრამ ჩემზე კარგად იციან რომ შანსი არ აქვთ. არიან განწირულები მარცხისთვის და საჯაროდაც უნდა აღიარონ, რომ ოპოზიცია წელს იმარჯვებს. რატომ არ აღიარებენ ესეც გასაგებია, საკუთარი აქტივისტების გასამხნევებლად საუბრობენ, თითქოს მათ კარგად აქვთ საქმე, მაგრამ ისინიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და როგორია განწყობა ზედმიწევნით კარგად იციან. რაც არ უნდა გულზე მჯიღი ირტყან კობახიძემ და კალაძემ, რომ საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, მით უფრო დიდი სხვაობით დაშორდებიან 43%-იან ნიშნულს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა