მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ელჩზე - საყვედურიც გამოვთქვით და გავაკრიტიკეთ კიდეც - როდესაც გასაკრიტიკებელი იქნება, გავაკრიტიკებთ, როდესაც მადლობა იქნება სათქმელი, მადლობას ვიტყვით

როდესაც გასაკრიტიკებელი იქნება კონკრეტული ადამიანი აუცილებლად გავაკრიტიკებთ, როდესაც მადლობა იქნება სათქმელი მადლობას ვიტყვით, ეს არის სწორი დამოკიდებულება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ აღნიშნა, ელჩის განცხადებაზე კრიტიკას არ მოერიდნენ, რადგან ობიექტურები და მართლები იყვნენ.

,,ჩვენ საყვედურიც გამოვთქვით და გავაკრიტიკეთ კიდევაც. არ მოვერიდეთ იმიტომ, რომ ობიექტურები და მართლები ვართ ამ შემთხვევაში. თუ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს მადლობას ვუხდით იმისთვის, თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები და როგორ უდგანან ქვეყანას გვერდით, ეს ერთი მხარეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ მათი განცხადებები ობიექტურად არ მოგვეჩვენება, ამაზე არ ვილაპარაკოთ. როდესაც გასაკრიტიკებელი იქნება კონკრეტული ადამიანი აუცილებლად გავაკრიტიკებთ. როდესაც მადლობა იქნება სათქმელი მადლობას ვიტყვით, ეს არის სწორი დამოკიდებულება.

საქართველოში ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამოვიდეთ. ქართველ ხალხს რაც უნდა და ქართველი საზოგადოების ინტერესი რაც არის, ყველაფრის მიუხედავად ის უნდა გავაკეთოთ. ჩვენი კურსი უნდა იყოს დასავლური, მაგრამ სიტყვითაც და საქმითაც ეროვნული ინტერესებიდან გამოვდივართ და კონკრეტულ შემთხვევაში თუნდაც მთავარი პარტნიორების წარმომადგენლებიც უნდა გავაკრიტიკოთ თუ დავინახავთ, რომ ის არის არაობიექტური. მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს მათი ღვაწლი, რომლებიც ამ ქვეყნის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ისინი ზურგს არასდროს შეგვაქცევენ, რადგან ნამდვილ მეგობრებს ზურგს არასდროს აქცევენ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე დაპირისპირების დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრების მისვლასაც გამოეხმაურა.

მდინარაძის ინფორმაციით, არსებობდა უბედურების მოხდენის უდიდესი რისკი, რაზეც არავინ დაიჯერებდა, რომ აქტივისტების მისვლა მმართველი გუნდის ორგანიზებული არ იყო.

,,იქ ახალგაზრდულის ბიჭები იყვნენ და შტაბის წევრებიც, ვაკელებიც ვიცანი, რომელთაც შტაბთან არანაირი კავშირი არ აქვთ. თვითორგანიზებული ჯგუფი იყო, რომელიც ავიდა რამდენიმე ასეულ ადამიანზე და იყო უდიდესი რისკი. ვეხვეწებოდი ტელეფონზე და მეკამათა ერთ-ერთი, რომ როგორ გავუტაროთ ამხელა შეურაცხყოფა, სიტყვაც აღარ ვუთხრათ რას იმსახურებს და ვინც არისო? ჩემი არგუმენტი იყო, რომ ეს ამბავი სიტყვაზე არ გაჩერდებოდა და უბედურება მოხდებოდა. არავინ არ დაგვიჯერებდა, რომ ეს არ იყო ჩვენი ორგანიზებული და ვაცემინეთ მელია. ამის შემდეგ ბრიფინგის ჩატარებაც კი გახდა საჭირო, ბოლოს დაგვიჯერეს და დაიშალნენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო