„ჯივიპის“ და „რუსთავის წყლის“ სერვის ცენტრებში მომხმარებლების მიღება დღეიდან განახლდება

კომპანიები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „რუსთავის წყალი“, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და დაცვით, 27 სექტემბრიდან სერვის ცენტრებში მომხმარებლების ადგილზე მიღებას განაახლებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია GWP-დან აცნობეს, კომუნალური მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება თბილისის, რუსთავისა და მცხეთის ყველა სერვის ცენტრში.

„ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა ასევე გრძელდება დისტანციურად: ჯივიპის მომხმარებლებისთვის ელექტრონულ ფოსტაზე - online@gwp.ge და რუსთავის წყლის შემთხვევაში - online@rwc.ge

სერვის ცენტრებისა და დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს