შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით გამართულ ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში - "ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში",- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციის მიზანი იყო ბავშვის უფლებების შესახებ სწავლებისა და სწავლისთვის შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფა და მომავალი სპეციალისტებისთვის აღნიშნული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობის მიცემა.

მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის გამჭვირვალედ და კანონთან სრული შესაბამისობით წარმოების მიზნით უწყების მიერ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. კერძოდ, აკადემიის მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების სწავლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, გამოძიების მონიტორინგის გზით, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის მიმართულებით.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის მოადგილემ, თემურ მაღრაძემ, კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით აკადემიაში არსებულ სახელმძღვანელოზე, სასწავლო პროგრამებსა და დაგეგმილ აქტივობებზე.

კონფერენციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ პროფესორები და სტუდენტები, მთავრობის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, გაეროს სააგენტოებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა